დედაენის დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებმა თემატური პოსტერები შექმნეს

ქართული ენა ჩვენი იდენტობის, ისტორიისა და კულტურის უმთავრესი საყრდენია. ის აერთიანებს თაობებს და ინარჩუნებს ერის თვითმყოფადობას.

48 წლის წინ, ამ დღეს, საქართველოს მოსახლეობამ მშვიდობიანი გამოსვლებით დაიცვა ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსი და კიდევ ერთხელ დაამტკიცა საზოგადოების ერთიანობის ძალა.

სასკოლო გარემო განსაკუთრებულ როლს ასრულებს ენისადმი სიყვარულისა და პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებაში.

ქართული ენა მხოლოდ საგანი არ არის, ის აზროვნების, კულტურისა და ეროვნული თვითშეგნების საფუძველია.

„აპრილის კვირეულის“ ფარგლებში წარმოგიდგენთ კომაროვის სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილ პოსტერებს.


ზემოთ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი: ლილიანა კვიტატიანი ტელ: 555 672 784